×
ბრონზატორები
რუჯის აქტივატორები
ლოსიონები რუჯის შემდეგ
თმის მოცილება
სოლარიუმები
  •  
    რუჯი სახლიდან გაუსვლელად
    კი გაზაფხულის მზის პირველი სხივი ფანჯრიდან შემოვა და ჩვენს გარეთ გამოტყუებას დაიწყებს, მაშინ, როდესაც ღია სივრცეში ფიზიკური მოძრაობა შეზღუდულია, შეგვიძლია დავფიქრდეთ რუჯზე სახლის პირობებში. მხოლოდ რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის რომ ლამაზი, ბუნებრივი რუჯი მივიღოთ, ავიმაღლოთ განწყობა, მივანიჭოთ სხეულს D ვიტამინის დიდი რაოდენობა, გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი და ზამთრის შემდგომ ბატარეები გადავტვირთოთ. როგორ გავაკეთოთ? სახლის პირობებში რუჯის მისაღებად საჭიროა შემდეგი ნაბიჯები: 1. პირველი ნაბიჯი - მკვდარი უჯრედების მოშორება - 11:00 მიიღეთ აბაზანა ან შხაპი და გაისუფთავეთ ტანი მკვდარი უჯრედებისგან. ეს პროცედურა თქვენს რუჯს უფრო დიდხანს შენარჩუნების საშუალებას მისცემს. 2. მეორე ნაბიჯი - თმის მოცილება - 11:30 გლუვი კანი უკეთესად შთანთქავს მზის სხივებს, რისი დახმარებითაც ჩვენ უფრო სწრაფად მივიღებთ სასურველ შედეგს, რუჯი გადანაწილდება თანაბრად და იქნება გაცილებით გრძელვადიანი. სასურველია თმა მოცილებულ იქნას საპარსით, ვიდრე ცვილით. კანი ზამთრის შემდეგ დასუსტებულია და მზეზე მისმა გამოჩენამ, თმის ცვილით მოცილების შემდეგ, შესაძლოა ის უფრო მეტად გააღიზიანოს. 3. მესამე ნაბიჯი - გამოიყენეთ ზეთი - 11:50 ნაადრევი გაზაფხულის დროს, სახლის პირობებში მიღებული რუჯისთვის რუჯის მშრალი ზეთი ან რუჯის აქტივატორები საუკეთესოა. ის ბუნებრივად უსვამს ხაზს რუჯს და აჩქარებს მის მიღებას. წავისვათ ზეთი ან აქტივატორი ეტაპობრივად. დავიწყოთ ზედატანიდან და ნელ-ნელა ქვევით გადმოვინაცვლოთ. ბოლოს, შევიზილოთ ხელებზე და გავიწმინდოთ ხელების შიდა ნაწილი ქაღალდის პირდახოცით. ამ პროცედურის შემდეგ ჩვენი კანი სრულიად მზად იქნება მზის მისასალმებლად. 4. მეოთხე ნაბიჯი - რუჯი - 12:00 ამ დროს მზე ყველაზე ძლიერია. თუმცა გარეთ არსებული ჰაერის ტემპერატურა მაღალი არაა, გაშიშვლებული ტანი მაინც სწრაფად გათბება. მიუხედავად იმისა თუ სად მივიღებთ რუჯს, აივანზე, ბაღში თუ ღია ფანჯარასთან, დავიმახსოვროთ რომ რუჯის მიღების პირველი პროცედურა უნდა გრძელდებოდეს არაუმეტეს 20 წუთისა. შეგვიძლია დრო ყოველდღიურად გავახანგრძლივოთ. ეს დასვენების საუკეთესო შესაძლებლობაა: მივირთვათ ყავა, მივეძალოთ მედიტაციას, ვკონცენტრირდეთ დადებით აზრებზე ჩვენს საყვარელ მუსიკასთან ერთად. ასევე ღირს დაფიქრება ოჯახის წევრებთან ერთად რუჯის მიღებაზე. 5. მეხუთე ნაბიჯი – ბევრი წყალი! 12:20 ეს ყველამ იცის მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს წყლის მიღება ყოველი რუჯის პროცედურის შემდეგ. წყლით შეუძლებელია დოზის გადამეტება, ამიტომ მივიღოთ იმდენი წყალი რამდენსაც შევძლებთ. 6. მეექვსე ნაბიჯი - კანის დატენიანება - საღამოს. არ ჩამოივბანოთ ზეთი საღამომდე. მივცეთ მას მუშაობის საშუალება. განსაკუთრებით როდესაც ასეთი სასიამოვნო სურნელი აქვს. მხოლოდ საღამოს აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ წავისვათ დამატენიანებელი ლოსიონი. მსგავი კოსმეტიკა შესაძლოა შეიცავდეს ალოე ვერას ან ჰიალურონის მჟავას. ალოე ვერა დააწყნარებს კანის ნებისმიერ გაღიზიანებას. ● D ვიტამინი საგრძნობლად ეხმარება ჩვენს იმუნურ სისტემას, რაც სეზონის ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ორგანიზმს შეუძლია D ვიტამინის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 20%-ის მიღება, სწორი კვებისა და საკვები დანამატების ხარჯზე. შესაბამისად, D ვიტამინის 80%-ს მზისგან ვიღებთ! ● რუჯის მიღებისას არ დაგვავიწყდეს მზის სათვალის გამოყენება, რომელსაც ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრი აქვს. ● კანის ტიპისა და პიგმენტის გამომუშავების უნარის მიხედვით, ყოველდღიური რუჯის მიღების ეფექტი რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

    სტატიის ავტორი:
    luxura solariums georgia
    2020-04-22

    მეტის ნახვა