×
ბრონზატორები
რუჯის აქტივატორები
ლოსიონები რუჯის შემდეგ
თმის მოცილება
სოლარიუმები
  • წესები და პირობები

    საიტზე რეგისტრაციათქვენი პროფილიინფორმაციის კონფიდენციალურობა

    საიტზე დარეგისტრირებითა და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. რეგისტრაციით თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს, ირჩევთ პაროლსა და ელ.ფოსტას მის სამართავად და უთითებთ საკონტაქტო ნომერს ტრანსპორტირების განსახორციელებლად. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია luxurashop.ge-ის მიერ. luxurashop.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.

     

    პროდუქციის აღწერილობა

    luxurashop.ge-ზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ დეტალურად გადახედოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებსა და ფასებს.

     

    ფასები

    ვებგვერდზე მოცემული პროდუქტის ფასი მოცემულია ლარებში. ფასები შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.

     

    შეკვეთა

    შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას სმს შეტყობინების სახით და ელ-ფოსტის მეშვეობით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს შეკვეთას, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება. მიწოდება ხორციელდება თბილისის  მასშტაბით, ტარიფი – 5 ლარი.  მიწოდების მაქსიმალური ვადა – თბილისი: შეკვეთიდან  მეორე დღე.

     

    პროდუქციის შეკვეთის გაუქმება

    luxurashop.ge  ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:

    1.  თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი;
    2. მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;
    3. პროდუქტი დაზიანებულია. დაბრუნების პირობები მოქმედებს კურიერის თანდასწრებით აღმოჩენილი დაზიანებების შემთხვევაში;

     

    თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროოდუქტი luxurashop.ge თანახმააგადაცვალოს შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ:

    1.  მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის ხელმეორედ ტრანსპორტირების საფასურს,
    2.  ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება luxurashop.ge-ს ონლაინმაღაზიაში.
    3. იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური  ნაშთი არ იძებნება luxurashop.ge-ის ონლაინმაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელის პროდუქცია გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში.